გადავარჩინოთ ჩვენი სოფლის მდინარე
პროექტის იდეა: მოსწავლეებმა გამოკვეთონ თავიანთი სოფლის ეკოლოგიური ვითარება.
პროექტის აქტუალობა: მსოფლიო ეკოლოგიური კრიზისის წინაშე დგას. ამიტომაც დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ ჩვენს ირგვლივ მყოფი გეოგრაფიული ობიექტების ეკოლოგიურ დაცვას.
პროექტის მიზანი: შეეძლოს მოსწავლეებს ეკოლოგიური პრობლემის დანახვა, მისი დაძლევის გზების ძიება, განუვითარდეს დაკვირვების, ინფორმაციის მოძიების, შეგროვების, ანალიზის და პრაქტიკულად ცხოვრებაში გამოყენების უნარი.
მონაწილეთა ასაკი: 12–14 წელი.
ვადა: ერთი კვირა.
პროექტის მოსალოდნელი შედეგი: მოსწავლეები ინფორმაციის მოგროვების, აქციების მოწყობის შემდეგ შეძლებენ, მოამზადონ თემა: გადავარჩინოთ ჩვენი სოფლის მდინარე. ამავე დროს შეძლებენ ეკოლოგიური პრობლემის დანახვას და მისი მოგვარების გზების ძიების უნარ–ჩვევებს.
პროექტისათვის საჭირო რესურსი: საწერკალამი, ფურცლები, თუნუქის მასალის ნაჭრები ტრაფარეტებისათვის, ფოტოაპარატი, კომპიუტერი, ინტერნეტი.
პროექტის მსვლელობა:
აქტივობა 1 _ ბავშვებს ვყოფ ჯგუფებად. პირველს ვავალებ შეისწავლონ მდინარის ეკოლოგიური მდგომარეობა, სანაპიროს დათვალიერება 2 კმ მანძილზე. მერე ჯგუფი გადაიღებენ სურათებს და გამოკითხავენ მოსახლეობას.
აქტივობა 2 _ მოვახდენთ შეგორვებული მასალის ანალიზს. გამოვკვეთთ პრობლემას:
I პრობლემა _ მდინარის დაბინძურება საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან.
II პრობლემა _ ინერტული მასალების უკანონოდ მოპოვება.
III პრობლემა _ თევზჭერა არაკანონიერი გზით, არასასურველ დროს.
აქტივობა 3 _ დავიწყებთ პრობლემის მოგვარების გზების ძიებას. (მოსახლეობის გაფრთხილება სიტყვიერად, ტრაფარეტების გაკეთება).
აქტივობა 4 _ შაბათობა, მდინარის გარკვეული მონაკვეთის დასუფთავება.
აქტივობა 5 _ თემის დაწერა.
აქტივობა 6 _ პროექტის შეჯამება და შეფასება.
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: გეოგრაფია, საზოგადეობრივი მეცნიერებები.
გეო. X. 2. მოსწავლეები აგროვებს გეოგრაფიული კვლევისათვის საჭირო ინფორმაციას.
საზ. მეცნიერებები V-VI. 2. მოსწავლეები იყენებს და ქმნის ინფორმაციის გადმოცემის სხვადასხვა საშუალებებს. ცხრილს, ფოტოს, ჩანახატს.
პროექტის ხელმძღვანელი: ლალი ქილიფთარი.
ხელმძღვანელის ელ–ფოსტა: lalikiliptari@gmail.com
Комментариев нет:
Отправить комментарий